უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 15:05
font-size

გაერთიანებული პროფკავშირები მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საშეღავათო სისტემის შემოღებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მუშახტეებისა და მაღაროელებისთვის საშეღავათო სისტემის შემუშავების მოთხოვნით ორგანიზაცია 30 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.

ამის შესახებ პეტრიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინიციატივა გულისხმობს, მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას, საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევას, ასევე შესაბამისი კომპენსაციის მიღებას მუშაობისას მიღებული დაზიანების შემთხვევაში.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ამ წინადადებით მან პრემიერ-მინისტრს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

„კვირაზე მეტია, მივმართე პრემიერ-მინისტრს ინიციატივით, რომელიც შეეხებოდა მეშახტეებისთვის და მაღაროელებისთვის შეღავათების დაწესებას: საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევას და ამავე დროს, სარჩოს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაზიანებას მიიღებენ სამუშაო პროცესის დროს. ამავე დროს, შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ უნდა ის იყოს სამმხრივი და მუშაობდეს შრომით უფლებებზე. სამწუხაროდ, პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, პროფკავშირების გაერთიანება ინიციატივას ეხმაურება შემდეგნაირად, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პროფკავშირები საშეღავათო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში გაგზავნას აპირებს.

ანა მებურიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია

25 თებერვალი, 2020 , 19:30

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და კადეტებს შეხვდა. კადეტებმა პრეზიდენტთან ერთად 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს და იუნ

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია - საია

25 თებერვალი, 2020 , 17:20

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შესახებ, სადაც აღნიშნულია ფინანსთა მინისტრის მიერ კონტიტუციის და რეგლამენტის რეგულარული დარღვევა, რა

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

25 თებერვალი, 2020 , 16:45

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცი

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

25 თებერვალი, 2020 , 16:45

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, რადგან ამის შემდეგ მოვიდა გამარჯვება - 1991 წელი, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა - პრეზიდენტი

25 თებერვალი, 2020 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძო

“ავადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)

25 თებერვალი, 2020 , 16:25

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს "ავადმყოფები" უწოდა. "ავადმყოფები ხართ გოგოებო!"- მიმართა რუსმა დიპლომატმა ჟურნალისტებს ჟენევაში. ნახეთ  საზოგადოებრივი მაუწყებლზე  ვიდეო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`