უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 აპრილი, 2018 17:15
font-size

გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება - მამუკა ბახტაძე

გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დღეს, საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის კომუნიკაციაში მონაწილეობს ხუთი დოკუმენტი.

„ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტი გულისხმობს ყველა ამ დოკუმენტის გაუქმებას და ამის სანაცვლოდ, ერთი დოკუმენტის წარდგენას ონლაინ რეჟიმში. გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება საქონლის ტრანსპორტირების, საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საქონლის ტრანსპორტირებისას ცალკე სასაქონლო-ზედნადების გამოწერის ვალდებულება აღარ ექნება. ამასთან, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი მოიცავს პირველადი საგადასახადო დოკუმენტისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი შეცვლის შემდეგი ტიპის საგადასახადო დოკუმენტებს: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა, ნავთობპროდუქტის ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი ითვალისწინებს საქონლის/მომსახურების მიღებაზე დასტურს, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტადაც. გაერთიანებულ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა შეეძლება, როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, ისე დღგ-ის არა გადამხდელ პირს. დღგ-ის გადამხდელი პირისთვის აღნიშნული დოკუმენტი იქნება დღგ-ის ჩათვლის საშუალებაც.

„აღნიშნული რეფორმის შედეგად, ასევე, შემცირდება ბიზნესის მიერ საგადასახადო ადმინისტრირებისათვის დახარჯული დრო, ბიზნესისა და საგადასახადო ორგანიზებისთვის საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯი, ბიზნესის მიერ საგადასახადო ანგარიშგებაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით, ასეთი ტიპის სიმარტივეს შესთავაზებს გადასახადის გადამხდელებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

რა შემთხვევებში გაუნულდება შავ სიაში მყოფ პირს საბანკო დავალიანება - საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტება

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს საბანკო ასოციაცია 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების განულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად ვის შეეხება მთავრობის ინიციატივა. გარდა ამისა, ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კომერ

ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გიორგი ქობულიასა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს, სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდის ხელშეწყობა და ამისთვის სპეციალური პროგრამები

უმუშევრობის დონე 2018 წლს მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 % შეადგინა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა. დღევანდე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`