უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2018 14:40
font-size

გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება და ამის შესახებ მოხდეს ოჯახის ინფორმირება - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად იმ ხარვეზებზe გაამახვილა ყურადღება, რომლებიც გამოძიების დროს იყო დაშვებული. მისივე ინფორმაციით, საქმეში იკვეთება რიგი ჩაუტარებელი და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

განცხადების თანახმად, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ასევე მოხდეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომელთა მიერ შესაძლოა განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ან სხვა სამოხელეო დანაშაულის ჩადენა.

„2018 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები წარუდგინა.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16-ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, ამსრულებლისა და დამხმარის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.

სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე (მათ შორის, თავზე) არსებული დაზიანებების რაოდენობა, მათი ხანდაზმულობა და წარმოშობის მექანიზმი. ასევე, დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეეძლო დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გამსახურდიას ცხედარზე ჩატარებულია მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს და ისიც რუსეთის ფედერაციაში. ამ დროისთვის სხეულის რბილი ქსოვილები აღარ არსებობდა და შეუძლებელი იქნებოდა ამ ქსოვილებზე არსებული შესაძლო დაზიანებების კვალის აღმოჩენა. გამოძიებას არ აქვს უტყუარად დადგენილი, რომ საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ის იარაღია, რომლითაც განხორციელდა გასროლა ზვიად გამსახურდიას მიმართ. საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არ იქნა გატარებული ღონისძიებები არსებითი მტკიცებულებებისა და შემთხვევის ადგილის დასაცავად. გამოძიებას არ აქვს მოპოვებული ტყვიის გულა და მასრა, გამსახურდიას ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, საბანი და ლეიბი, ბალიში, საწოლის დაფა და საწოლის წელი 10-20 წლის დაგვიანებით იქნა მოპოვებული. არ მოხდა გონივრულ ვადაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება. გამსახურდიას გარდაცვალების დროს მასთან მყოფი პირების დაკითხვა ჩატარდა დაგვიანებით, ხოლო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი დღემდე არ არის დაკითხული. სამწუხაროა, რომ 2017 წლამდე არცერთი ოჯახის წევრი არ ყოფილა ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ხოლო 1994 წლიდან 2015 წლამდე გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით - „საქმე გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე“. საქმე მკვლელობად დაკვალიფიცირდა მხოლოდ 21 წლის შემდეგ, 2015 წელს. საქმეში იკვეთება სხვა ჩაუტარებელი და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის/დადგენის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იგეგმება დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გაზრდა და რომელიც გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს:

გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების მიზნით, გაანალიზდეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადამოწმდეს მათი ვერსიები;

გამოძიების მიმდინარეობისას მოხდეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომელთა მიერ შესაძლოა განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ან სხვა სამოხელეო დანაშაულის ჩადენა (შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით);

მაქსიმალურად მოხდეს ოჯახის ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის ფაქტის გამოძიებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების შედეგების თაობაზე“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი