უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2020 16:05
font-size

გახარია თანამდებობას ტოვებს

გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - პრემიერის თანამდებობიდან მისი წასვლა ივანიშვილის კარზე რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი. ჩვენი ინფორმაციით, გახარიამ გადაწყვეტილებას ფორმალურად უახლოეს საათებში აღასრულებს.

უმრავლესობა ჯერჯერობით ამტკიცებს, რომ არაფერი შეცვლილა, თუმცა ქართული ოცნების კულუარებში უკვე კარგად იციან, რომ გახარიას წასვლა უახლოესი მომავლის საკითხია.

“ყოველი არჩევნების წინ არის ამორჩეული რომელიმე პიროვნება, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს იხილება პარლამენტში და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზეა საუბარი,” - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.

გიორგი გახარიას პოსტის დატოვების მიზეზად, "მთავარი არხის" ინფორმაციით, გუშინ შემდგარი დაძაბული მოლაპარაკება იყო ახლანდელ პრემიერსა და ქვეყნის არაფორმალური მმართველს ბიძინა ივანიშვილს შორის. ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა გავრილოვის “ღამის გმირი” ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

როგორც ცნობილია, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლა 20 ივნისის თარიღის მოახლოებას უკავშირდება.

ქართულ ოცნებაში, ისეთი არასტაბილური პოსტი, როგორიც პრემიერობაა, არ არსებობს. პარტიის რიგებში გადამდგარ პრემიერთა რიცხვი რეკორდულ რაოდენობას აღწევს, ამიტომ ოპოზიციისთვის ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის.

“მიჭირს, ან დაგიდასტუროთ ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, იმის გამო, რომ ყველაზე არასტაბილური პოზიცია ქართული ოცნების ხელისულებაში არის პრემიერ მინისტრის პოსტი,” - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ, როდესაც ქართული ოცნება კოსმეტიკური ცვლილებებისთვის ემზადება, გამორიცხული არაფერია.

“მე ვიცი, რომ იგი დიდი ხანია გადაყენებულია, უბრალოდ, კოვიდ ვირუსმა შეუწყო ხელი მის ფორმალურად ყოფნას თანამდებობაზე,” - ამბობს "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

კობერიძის მოსაზრებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ მინისტრის პოზიციაზე.

ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არც მთავრობის კანცელარიაში ადასტურებენ.

წყარო: მთავარი არხი

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე