უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ივლისი, 2019 15:45
font-size

„გახარიამ თქვა, რომ ის არ აპირებს წასვლას“

შინაგან საქმეთა მინისტრი ექსპერტებს და ანალიტიკოსებს ჟურნალისტების გარეშე, დახურულ ფორმატში შეხვდა და 20 ივნისის სისხლიანი ღამის დეტალებზე ესაუბრა.

ანალიტიკოსების თქმით, გიორგი გახარიამ ამბობს, რომ 20 ივნისს ბრძანება მან გასცა და მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა. ექსპერტების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს.

„მან თქვა, რომ ის არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ბოლომდე, მთლიანად არის ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და ბრძანებაც ჩემი გაცემულია. თვითონაც გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა, რამდენიმე შემთხვევა იყო, ერთი ეპიზოდიც კი მოყვა, რომ 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდაო ერთ-ერთიო, ეს მისი სიტყვებია. მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ, რა ჩაიდინაო და აქედან გამომდინარე, შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვიძლიაო. მაგრამ, რასაკვირველია, ის ხაზს უსვამდა მხარეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქმედებებს, რომელიც იქ მოხდა,“ - განაცხადა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ.

რასაც ვყიდულობთ, ეს მინისტრის კაბინეტისთვის კი არა, არამედ პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი - ვახტანგ გომელაური

4 დეკემბერი, 2020 , 17:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრა და

ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს - ვახტანგ გომელაური

4 დეკემბერი, 2020 , 17:10

„ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ ზუგდიდში მომხდარ ყაჩ

მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს - კარლ ჰარცელი

4 დეკემბერი, 2020 , 16:15

მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, იმედოვნებს, რომ საერთო

ყველაფერი, მთელი პოლიტიკური ნება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე - ხატია დეკანოიძე

3 დეკემბერი, 2020 , 16:30

გაყალბებული არჩევნების ფონზე ლეგიტიმაციის მინიჭებას ჩვენ პარლამენტისთვის არ ვაპირებთ – ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის გიორგი გა

ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა ხელისუფლების მხრიდან ამორალური დამოკიდებულებაა საკითხისადმი - სერგი კაპანაძე

2 დეკემბერი, 2020 , 16:44

„ხელისუფლება აჩვენებს, რომ საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე. „ხელისუფლე

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება - ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი, 2020 , 15:00

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა. "გამომდინარე იქიდან, რომ დღე