უკან

კომენტარი

23 სექტემბერი, 2020 15:55
font-size

გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო - არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება - რომან გოცირიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო -არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მერამდენე საუბარი იმართება უკვე ამერიკის მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მთავრობასთან და შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია გაამჟღავნოს ამ საუბრის თემა, ლეიტმოტივი ამ საუბრის არის ძალიან მარტივი, ჩაატარეთ დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯა, ამ ხელისუფლების გვერდით არ იქნება, იქნება ქართველი ხალხის გვერდით, ხოლო ქართველი ხალხის გვერდით დგომა ნიშნავს დემოკრატიის განმტკიცებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. საუბრის დანარჩენი თემები იყო მოსაკაზმი, მთავარი ღერძი არის გაფრთხილება არჩევნებთან დაკავშირებით, შემდეგ იყო შელამაზება სხვადასხვა თემებით, რათა პირდაპირ ასე არ ჟღერდეს, დაურეკეს და უთხრეს, რომ არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ - გიგი უგულავა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაო

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პ

ქართული ოცნება აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად - ბადრი ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 18:07

“ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან”- ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გ

წაგების მოლოდინში `ოცნება` ყოველდღიურად კარგავს სახეს -სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

28 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, “ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხები

`სადაც მინდა იქ წავალ... იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ` - გომელაური ბათუმში ჩავიდა

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს. 

აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო – ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

"გირჩის" ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა. "3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამა