უკან

კონფლიქტის ზონა

27 ივნისი, 2018 17:20
font-size

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ფორმატის დატოვების გამო ჩაიშალა

27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმებოდა ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტის განხილვა და მთავარი თემა უნდა ყოფილიყო გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის გამოიყენეს. კერძოდ, ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით, მათ მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლის აღსრულება წარმოადგენს უმაღლეს პრიორიტეტს.

აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ საპასუხო სია შექმნა - სიაშია მიხეილ სააკაშვილი, თენგიზ კიტოვანი და ირაკლი ოქრუაშვილი

14 ივლისი, 2018 , 11:25

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე-ფაქტო პარლამენტსა და მთავრობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ 26-კაციანი „ხიშბა-სიგუას“ სია შესთავაზა.  განცხადება Нужная Газета-მ გაავრცელა.

საქართველოს მიერ ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ არ გასცა ნათელი პასუხები კითხვაზე, იყო ნაწამები თუ არა ტატუნაშვილი - ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი

11 ივლისი, 2018 , 12:30

„ქართული მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს“, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფო

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ახრისის მცხოვრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

6 ივლისი, 2018 , 12:55

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 30 წლის პაატა არაქელოვია. მომხდართან დაკავშირებით, ადგილ

ოკუპირებულ ახალგორში 25 წლის საქართველოს მოქალაქე მარიხუანის უკანონო ფლობისთვის დააკავეს

30 ივნისი, 2018 , 16:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მილიციამ საქართველოს 25 წლის მოქალაქე მარიხუანის არაკანონიერი ფლობისთვის დააკავა ახალგორში. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „მილიციის თანამშრომლებმა T

სოფელ მერეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა 22 წლის ბიჭი გაიტაცეს

23 ივნისი, 2018 , 12:50

ე.წ. რუსმა მესაზღვეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 22 წლის გიორგი გორგიშელი გაიტაცეს. გორგიშელი გორის რაიონის სოფელი მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. თავის მხრივ საოკუპაციო რეჟიმის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სავარაუდოდ, რუსეთის პატრიარქი ჩავა

22 ივნისი, 2018 , 15:40

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავის აღნიშვნაზე დე-ფაქტო ხელისუფლებამ  რუსეთის, ვენესუელის, სირიისა და ნიკარაგუიის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  ლიდერები