უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 თებერვალი, 2019 14:35
font-size

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ. შ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.შ.-ს 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გ.წ.-სა და მის მეუღლე - ს.შ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული დ.შ. იმავე დღეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად გ.წ. ადგილზე, ხოლო ს.შ. საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

დ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დ.შ.-ს დაკავება სომხეთის რესპუბლიკაში მოხდა. მისი საქართველოში ექსტრადირება 2018 წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი