უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 თებერვალი, 2020 14:30
font-size

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.

„Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

"საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

ცნობისთვის - Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

NS

პროგნოზის თანახმად, COVID-19 -ის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება

9 აპრილი, 2020 , 12:20

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია

ADB-ის პრეზიდენტმა და გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის საპასუხო დახმარების პაკეტი განიხილეს

9 აპრილი, 2020 , 11:50

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის წინააღმდეგ ADB-ის მხარდამჭერი პაკეტის შესახებ ი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

8 აპრილი, 2020 , 18:36

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახა

ეროვნული ბანკმა ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის ვადა გაახანგრძლივა

8 აპრილი, 2020 , 17:05

COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები აუდ

კომპანიების საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო გადამოწმების პროცესი გეგმაზომიერად, წარმატებით მიმდინარეობს - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 15:50

„გეგმაზომიერად და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ბიზნესის ახალ წესებთან ადაპტაციის პროცესი - 6 და 7 აპრილის განმავლობაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებების გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მასშტა

ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებთ არა რომელიმე კომპანიას, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარებას - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 15:50

მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`