მსოფლიო
გამარჯვება აუცილებლად იქნება, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა -სანდრა რულოვსი რადასთან შეკრებილებს
კიევში, უმაღლეს რადასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა მადლობა გადაუხადა მისი მეუღლის მხარდაჭერისთვის.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ოჯახის სახელით, ვინც გუშინ ჩემი მეუღლის დაკავებისას მასთან ერთად იყო. თქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობდნენ. გამარჯვება აუცილებლად იქნება, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა“, - თქვა რულოვსმა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს მის სამოქმედო გეგმებს დააანონსებს.
„მათ ისტერიულად სურთ, დამაშორონ ხალხს, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს დავეხმარო. ჩვენს გეგმებს დღეს საღამოს დავაანონსებ, ჩვენი გეგმაა დანაშაულებრივი დაჯგუფებები ჩამოვაშოროთ სამართალდამცველ სტრუქტურებს და პოროშენკოს იმპიჩმენტი დავიწყოთ. გუშინ მათ პროვოკაცია მოაწყვეს. ეს იყო ძალის დემონსტრირება. პოროშენკოს სურდა ძალა ეჩვენებინა, როდესაც ჩვენ ბევრნი ვიქნებით, კანონიერად, გადატრიალებისა და ძალადობის გარეშე, წესრიგსა და დემოკრატიას დავამყარებთ და ბოლოს მოვუღებთ დიქტატურას“, - უთხრა შეკრებილებს სააკაშვილმა.
გუშინ დილას მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ.
დაკავების შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი მანქანაში ჩასვეს, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა გზა გადაუღობეს სპეცნაზმს, რის გამოც სააკაშვილის გაყვანა კიევის ცენტრიდან ვერ მოხერხდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში აქტივისტებმა შეამტვრიეს იმ მანქანის კარები და ფანჯრები და გამოიყვანეს სააკაშვილი. კიევის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე.
გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად უმაღლეს რადასთან მივიდა, სადაც მიტინგი გამართა.
საკვანძო სიტყვები:
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28
კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
16 იანვარი, 2026 , 15:37
მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა, ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია - დონალდ ტრამპი
16 იანვარი, 2026 , 09:06


