უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2020 15:40
font-size

გამარჯვების ფორმულა არის დიდ საარჩევნო ბლოკსა და კოალიციაში - ნიკა მაჭუტაძე

“გამარჯვების ფორმულა არის დიდ საარჩევნო ბლოკსა და კოალიციაში. ვთვლი, რომ გიორგი ვაშაძის მიერ წამოყენებული გამარჯვების ფორმულა არის მცდარი“, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკად გადაკეთდეს.

“გამარჯვების ფორმულად ჩვენთვის, პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, რჩება ერთიანობა და დიდი კოალიცია სუბიექტების. აბსოლუტური უმრავლესობა რჩება კოალიციაში - „ძალა ერთობაშია“, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ კოალიცია გადაკეთდეს საარჩევნო ბლოკად და ასე გავიდეთ არჩევნებზე. ეს ასე იქნება, ცალსახად.

ყველა სუბიექტი ერთგულები ვართ იმ ხელშეკრულების და სადამფუძნებლო დოკუმენტებისა, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ აქვს.

გიორგი ვაშაძის დღევანდელ საუბარს რომ მოვუსმინე, ის საუბრობდა გამარჯვების იმ ფორმულაზე, რომელიც თითქოს მრავალფეროვნებაა პროპორციულ ნაწილში. არადა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ გამარჯვებისა და წარმატების მოდელიც, რომელიც წარმოშვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე ხელისუფლება გამოცვლილა, ყველა გამოცვლილა დიდი ოპოზიციური ბლოკისა და კოალიციის მეშვეობით. გავიხსენოთ უახლესი ისტორია, თუნდაც 2012 წელი.

ჩვენი ბლოკის ყველა წევრი ფიქრობს, რომ გამარჯვების ფორმულა არის დიდ საარჩევნო ბლოკსა და კოალიციაში. ვთვლი, რომ გიორგი ვაშაძის მიერ წამოყენებული გამარჯვების ფორმულა არის მცდარი“,- განაცხადა მაჭუტაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვს და ახალი პლატფორმა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი