უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
- 02.03.2021 16:00ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
არქივი
საზოგადოება


„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და რამდენიმე დაცვის თანამშრომელი.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის უკვე ცნობილი იყო.
„კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ორივე მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მოსამართლემაც დამისვა იმასთან დაკავშირებით კითხვები, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა. განსაკუთრებით, იმ პერიოდში, ვიდრე ბრალდებულის დაკავება მოხდებოდა. ახლაც მაქსიმალურად შეზღუდული მაქვს თავისუფლად გადაადგილება, დაცვის გარეშე აკრძალული მაქვს მოძრაობა.
ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა, უბრალოდ გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით. პირველად ვნახე ასე პირადად, მანამდე ფოტოებზე მყავდა ნანახი.
ვერ ვიტყვი, ის ლიკვიდაციაზე ამზადებდა ინფორმაციას, თუ თვითონ უნდა შეესრულებინა ბოლოს ეს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება თვითონ იყოს ის, ვისაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა.
როცა პუტინიდან და კრემლიდან მოდის დაკვეთა, ეს ასე არ სრულდება. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის უკვე ცნობილი იყო.
შეგახსენებთ, 2020 წლის 27 ნოემბერს, გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს, ხოლო ვასამბეგ ბოკოვს სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, თვალთვალს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული არა ვასამგებ ბოკოვი, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მაგომედ გუციევია, რომელმაც ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
2 მარტი, 2021 , 17:15

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
2 მარტი, 2021 , 16:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 16:00

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება
2 მარტი, 2021 , 16:00

ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
2 მარტი, 2021 , 14:55

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 14:55