უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 12:50
font-size

გამკაცრებულმა ნარკოპოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა- ზურაბ სიხარულიძე

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტში დღეს, ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, დარგის სპეციალისტებს, მოუსმენენ.

ანტინარკოტიკულ საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრის ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, გამკაცრებულმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი კი არ გააუმჯობესა, არამედ გამოიწვია ის, რომ ინფექციური მომხმარებელი გაიზარდა.

როგორც სიხარულიძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მთავარი რეკომენდაცია იქნება, რომ კანონის ლიბერალიზაცია მოხდეს, რადგან თუ ეს არ მოხდა ბევრი საკითხი, რომელიც ეხება თუნდაც სერვისების, პროგრამების განვითარებას, რომელიც არის დაგეგმილი სახელმწიფოს მიერ, ძალიან არაეფექტურად შეიძლება წარიმართოს.

„სამწუხაროდ, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებამ ნარკოდამოკიდებული ადამიანების რაოდენობა არ შეამცირა. ჩვენ მივიღეთ ბევრად უფრო გაზრდილი რიცხვი. თუ 2009 წელს იყო 45 ათასი ინექციური მომხმარებელი, ანუ პრობლემური მომხმარებელი, ბოლო კვლევების მიხედვით, ამ რიცხვმა 50 ათასს მიაღწია. ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე ფორმა სააფთიაქო ნარკომანიის. 2012 წელს მთავრობის მიერ გატარებულმა გარკვეულმა ზომებმა შედეგი გამოიღო, თუმცა ჯერჯერობით ეს პრობლემა საკმაოდ მძიმედ დგას. რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ მოიტანა ის, რომ შავი ბაზარი ბევრად უფრო გააქტიურდა“,-აღნიშნა სიხარულიძემ.

მისი თქმით, ნარკოტიკების მომხმარებლები საკმაოდ დამალული და სტიგმატიზირებული ჯგუფი გახდა, რომელიც ვერ მიმართავს საკმარისი რაოდენობით სერვისებს.

„დღეს არსებული სერვისები მაღალი თანხით ფინანსდება, ბოლო ბიუჯეტში დაახლოებით 7 მილიონია გათვალისწინებული, მაგრამ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ რაოდენობა ნარკოტიკების მომხმარებლების, რომლებიც მიმართავენ სერვისებს, გაიზარდოს და ეს თანხები შესაძლებელია იქნეს გადახდილი. დღეს სერვისებით მხოლოდ 7-დან - 10% მოვიცავთ, იმ ადამიანებს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკებს. ეს ძალიან დაბალი ციფრია. ჩვენ რაიმე შედეგს რომ მივაღწიოთ, 20-დან-25% -მდე მოცულობა მაინც უნდა იყოს . ჩვენ ველოდებით, რომ დასჯიდან ჩვენ ამ ადამიანების ზრუნვაზე გადავალთ და ის თანხები, რომელიც იხარჯება ქუჩის ნარკოტესტირებაზე, სასამართლოში, ციხეში მათ შენახვაზე - ეს მაღალი თანხებია, რომელიც ბიუჯეტში იხარჯება ჯანდაცვების სერვისებზე გადავა. ამ თანხების ნახევარი მაინც რომ წავიდეს ჯანდაცვის სერვისებში, პრევენციაში და რეაბილიტაციაში, ჩვენ მივიღებთ ბევრად უკეთესს შედეგს. ჩვენ შევძლებთ, რომ შევაჩეროთ ეპიდემია და შევაჩეროთ ნარკომომხმარებლების რიცხვის ზრდა“,-აღნიშნა დარგის ექსპერტმა.

მონიკა დავლიანიძე

ლარის კურსმა სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს ბუნებრივი აირის ტარიფზე - ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური მმართველი

19 დეკემბერი, 2018 , 09:00

ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა გაზის გაძვირება არ გამორიცხა. მისი განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფი ლარის კურსზეა დამოკიდებული. „ლარის კურსმა სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს ბუ

მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს მიმართა - ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია

18 დეკემბერი, 2018 , 20:47

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“-ის მონაწილე ახალგაზრდებს. მთავრობის მეთაურ

„სილქნეტმა“„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო სადილი გამართა

18 დეკემბერი, 2018 , 19:40

კომპანია „სილქნეტის“ მიერ გამართული საქველმოქმედო სადილი საზოგადოებაში ფონდის ცნობადობის ამაღლებასა და დაჭრილ მეომართა ზრუნვის საქმეში სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესმენების და  საზოგადოების  წევრთა

ლარის კურსმა სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს ბუნებრივი აირის ტარიფზე - ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური მმართველი

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა გაზის გაძვირება არ გამორიცხა. მისი განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფი ლარის კურსზეა დამოკიდებული. „ლარის კურსმა სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს ბუ

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ერთვებიან

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

"გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლის უანგარო დონორთა აქც

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia!“-ს ნომინაციებში გაიმარჯვეს

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიაზე „Welcome to Georgia!“-ს ნომინაციებში „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებმა გაიმარჯვეს. ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს&ldq

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`