უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

26 დეკემბერი, 2017 17:30
font-size

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ზამთრის გათბობის ხარჯები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200 ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსდება

ზამთრის თვეებში გათბობის უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის 200 ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.

განსახილველ საკითხებს შორის იყო გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, ზამთრის თვეების განმავლობაში, გათბობის ხარჯების ანაზღაურება 200 ლარიანი ვაუჩერებითა და სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების საკითხები.

„მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ამ სოფლების მოსახლეობას გამოზამთრებაში ეხმარება. წელსაც, კომისიის სხდომაზე, მოსახლეობისათვის გაზის საფასურის 200 ლარიანი ვაუჩერით დახმარების საკითხი განვიხილეთ. შედეგად, დაახლოებით 12 ათასი ოჯახი ამ დახმარებას მიიღებს.

„გასულ წელს სოფლებში გაზიფიკაციის საკითხი მოგვარდა. 62 სოფელში თითოეულ ოჯახს გაზი უკვე აქვს. ეს მათთვის დიდი შეღავათია. მანამდე კი, წინა წლებში, ეს 200 ლარიანი ვაუჩერი შეშით უზრუნველყოფისათვის გაიცემოდა. რა თქმა უნდა, ეს არაა ერთადერთი, რითაც სახელმწიფო ცდილობს მოსახლეობას გვერდში დაუდგეს, იმისათვის, რომ ისინი საკუთარ მიწებზე დამაგრდნენ და ეს რეგიონები განვითარდეს,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფო გათბობის ვაუჩერებით 2013 წლიდან უზრუნველყოფს. სამთავრობო კომისიის მიერ

გატარებული სამუშაოების ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, აღნიშნული პირების გათბობით უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.

რაც შეეხება სწავლის დაფინანსების საკითხს, წელს სახელმწიფო გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს.

„კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილავთ სტუდენტების დაფინანსების საკითხი. მთავრობამ ნოემბრის ბოლოს განკარგულება მიიღო, რომლითაც წელსაც გადაწყდა იმ სტუდენტების დაფინასება, რომლებიც გამყოფი ხაზების სიახლოვეს ცხოვრებენ.

„წინა წელს 850 დაფინანსდა, წელს კი მათი რიცხვი 1000-ს გადააჭარბებს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ მიწებზე რჩება და იმ მძიმე გამოწვევებს, რომლებიც მავთულხლართებიდან და სხვადასხვა დაბრკოლებებიდან მომდინარეობს, გმირულად უმკლავდება. სახელმწიფო ამ ადამიანების დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს,“ - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის მუშაობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა -გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.
კომისიის სხდომაში სხვადასხვა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

20 ოქტომბერი, 2018 , 16:20

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ახალგორის

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

18 ოქტომბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 9-10 ოქტომ

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად - ჯორჯ კენტი

13 ოქტომბერი, 2018 , 15:35

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფ

აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

10 ოქტომბერი, 2018 , 11:40

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მომზადებული რუკების დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება, ექსპორტი/იმპორტი და რეკლამირება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. შესაბამის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვი

ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე? - მაია ოთინაშვილი გატაცებაზე

9 ოქტომბერი, 2018 , 17:05

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მისი თქმით, თავდაპირველად ის გადაიყ

მაია ოთინაშვილთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 , 13:20

მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, 50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`