უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

16 აპრილი, 2018 14:10
font-size

გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გადამხდელის სპეციალური სტატუსით სარგებლობა შეეძლებათ

გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, გადამხდელის სპეციალური სტატუსით ისარგებლონ ან გადამხდელის სპეციალური სტატუსის მინიჭების გარეშე, ჩვეულებრივ გადამხდელებად დარეგისტრირდნენ.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, „საგადასახადო კოდექსში”.

პროექტის მიხედვით, გადამხდელის სპეციალური სტატუსის (სპეციალური საწარმოს სტატუსი) მინიჭების მოთხოვნა შეეძლება საქართველოს მოქალაქეს, ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირს, პირადი ნომრით რეგისტრირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო ოპერაციებს საგადასახადო შეღავათებით განახორციელებენ და გადამხდელის სპეციალური სტატუსით განსაზღვრული უფლებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით იმოქმედებენ.

ცვლილებების თანახმად, ჩვეულებრივი გადამხდელისგან განსხვავებით, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით შემდეგ სამეწარმეო საქმიანობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევაზე. ამ შემთხვევაში, აკრძალულია აქციზური საქონლის მიწოდება (გარდა, ალკოჰოლური სასმელების ან თამბაქოს მიწოდებისა). გარდა ამისა, ინიციატივით, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან და პირიქით. ასევე ცხინვალის რეგიონიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და პირიქით.

პროექტით, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირებს უფლება ეძლევათ, საგადასახადო შეღავათის გარეშე განახორციელონ საქართველოს მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სამეწარმეო საქმიანობა, როგორიც არის: საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული და შემოტანილი საქონლისა) საქართველოშივე (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მიწოდების ოპერაცია, ასევე საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა; უცხოური საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ, საქართველოში მიწოდების ოპერაცია.

კანონპროექტში კონკრეტდება, რომ აღნიშნულ პირებს ეზღუდებათ ზოგიერთი საქმიანობა, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ისეთი საქონლის შემოტანა ან შეძენა, რომელიც არ არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აქციზური საქონლის შემოტანა (გარდა ალკოჰოლური სასმელების ან თამბაქოს ნაწარმის); მომსახურებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა.

პროექტით, გადამხდელის სპეციალური სტატუსის მქონე პირს შეეძლება, ჩვეულებრივი გადამხდელის სტატუსით მომსახურების გასაწევად საწარმო დააფუძნოს. ამ შემთხვევაში, ის ჩვეულებრივ საგადასახადო რეჟიმში მოექცევა და ასეთ საქმიანობაზე საგადასახადო შეღავათები აღარ გავრცელდება. გარდა ამისა, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონეებზედაბეგვრის შეღავათიანი წესი გავრცელდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ საპასუხო სია შექმნა - სიაშია მიხეილ სააკაშვილი, თენგიზ კიტოვანი და ირაკლი ოქრუაშვილი

14 ივლისი, 2018 , 11:25

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე-ფაქტო პარლამენტსა და მთავრობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ 26-კაციანი „ხიშბა-სიგუას“ სია შესთავაზა.  განცხადება Нужная Газета-მ გაავრცელა.

საქართველოს მიერ ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ არ გასცა ნათელი პასუხები კითხვაზე, იყო ნაწამები თუ არა ტატუნაშვილი - ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი

11 ივლისი, 2018 , 12:30

„ქართული მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს“, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფო

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ახრისის მცხოვრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

6 ივლისი, 2018 , 12:55

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 30 წლის პაატა არაქელოვია. მომხდართან დაკავშირებით, ადგილ

ოკუპირებულ ახალგორში 25 წლის საქართველოს მოქალაქე მარიხუანის უკანონო ფლობისთვის დააკავეს

30 ივნისი, 2018 , 16:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მილიციამ საქართველოს 25 წლის მოქალაქე მარიხუანის არაკანონიერი ფლობისთვის დააკავა ახალგორში. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „მილიციის თანამშრომლებმა T

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა

27 ივნისი, 2018 , 17:20

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ფორმატის დატოვების გამო ჩაიშალა 27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და

სოფელ მერეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა 22 წლის ბიჭი გაიტაცეს

23 ივნისი, 2018 , 12:50

ე.წ. რუსმა მესაზღვეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 22 წლის გიორგი გორგიშელი გაიტაცეს. გორგიშელი გორის რაიონის სოფელი მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. თავის მხრივ საოკუპაციო რეჟიმის

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან