უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 იანვარი, 2020 16:05
font-size

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, 14 000-მდე ოჯახი, გათბობით უზრუნველყოფისათვის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური კომისიის (გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია) საქმიანობის გაგრძელება, სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებს მუშაობას.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 14 000-მდე ოჯახი მიიღებს 200 ლარიან ვაუჩერს, გათბობით უზრუნველყოფისათვის მიმდინარე ზამთარში. იცით, რომ სახელმწიფო ამ ტიპის დახმარებას, ამ ოჯახების მიმართ უკვე 2013 წლიდან ახორციელებს და ეს არის ერთ-ერთი ის საშუალება, რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ყოველდღიურ გმირობას მავთულხლართების და დაბრკოლებების მიუხედავად, არ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საქმიანობის გაგრძელება, რაც უკავშირდება სპეციალურ კომისიას, რომელშიც შედის ყველა სახელმწიფო უწყება და რომელიც არაერთი მიმართულებით პასუხობს ამ ადამიანების საჭიროებებს. მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, რომელიც დღესაც გრძელდება, ამჯერად სოფელ გუგუტიანთკარში, არალეგიტიმური, აბსოლუტურად მიუღებელი საშუალებებით, რაც უკავშირდება ამ ადამიანების ოჯახების გაყოფას, სოფლების დაყოფას, უკანონო ბარიკადების მშენებლობას. ჩვენ განვითარებით, გვერდში დგომით, დიპლომატიური, სამართლებრივი და ყველა შესაძლო მექანიზმით ვუპასუხებთ, ამას და აუცილებლად მივაღწევთ რომ საბოლოოდ აი ეს მახინჯი დაბრკოლებები დაიშალოს საქართველოს შუაგულში“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. ვაუჩერის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ.

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

თბილისსა და ცხინვალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა - ტოივო კლაარი

13 თებერვალი, 2020 , 10:56

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`