უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 დეკემბერი, 2016 16:30
font-size

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

მიმდინარე 2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მინიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 800 სტუდენტს დააფინანსებს.

სტუდენტთა ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხორციელდება და გულისხმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ჩარიცხულნი არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლა¬რ¬თების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღეს ქონე¬ბ¬რი¬ვი ზიანი და რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლაში ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერაა.

საოკუპაციო ზოლთან გუშინ უკანონოდ დაკავებული 24 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს

23 აგვისტო, 2019 , 17:25

საოკუპაციო ძალების მიერ არცევთან გუშინ უკანონოდ დაკავებული 24 წლის გიორგი ზანგურაშვილი უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის ცნობით, ზანგურაშვილი ამჟამად ს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს

22 აგვისტო, 2019 , 12:20

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლი

გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

21 აგვისტო, 2019 , 15:33

ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი „მი 8“ შემოფრინდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფასებს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად. „ფაქტზე გააქტი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

21 აგვისტო, 2019 , 12:20

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილზე დღეს დილიდან გამოჩდნენ, სადაც კვლავ განაახლეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, რკინის ბოძებისა და მავთულ

ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს - ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო, 2019 , 11:21

გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი არის საქართველოს სუვერენიტეტი

მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

21 აგვისტო, 2019 , 01:41

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს