უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 ივნისი, 2019 15:10
font-size

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართველოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართვლოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა უმთვრესი პრიორიტეტია.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას მყისიერი თანადგომისთვის. ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახლეობა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად. მათ საშუალება მიეცემათ, განაახლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ეს არის ქართული და ამერიკული მხარეების მიერ შექმნილი სწრაფი რეაგირების პროექტი, რომლითაც ჩვენს ხალხს მიზნობრივ დახმარებას გავუწევთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავის მხრივ, USAID მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა განაცხადა, რომ დახმარების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენაც.

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ქართველ ფერმერებს კრიტიკული ზარალის ანაზღაურებაში. ჩვენი მხარდაჭერის ბიუჯეტი 1 მლნ დოლარია. დახმარების ფარგლებში, ასევე შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენა, რაც მათ მომავალში საქმიანობას გაუადვილებს. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა USAID მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.

შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა USAID მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისათვის და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობაში მხარდაჭერა, ნათლად წარმოაჩენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.

პიტერ ვიბლერს მხარდაჭერისა და მყისიერი რეაგირებისთვის მადლობა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმაც გადაუხადა.

„აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლის სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ზარდიაანთ კარიდან გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

4 დეკემბერი, 2020 , 11:45

საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთ კარიდან გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.დაკავებულს ე.წ. საზღვრის

ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

27 ნოემბერი, 2020 , 12:15

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამ

„კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

26 ნოემბერი, 2020 , 12:45

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. აღნიშნულ სხდომაში, რომელიც გაიმართა ვიდეო კონფერენციი

ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები - საგარეო უწყება

23 ნოემბერი, 2020 , 15:47

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავეს

21 ნოემბერი, 2020 , 17:47

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

22 ოქტომბერი, 2020 , 11:10

2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი, მეშვიდე გადაწყვეტილება, – ამის