უახლესი ამბები
- 14.12.2024 12:08ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს - პრეზიდენტი
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
პოლიტიკა
გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს! - მიხეილ სააკაშვილი
მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს, თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
სააკაშვილი აქტიურ მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს საათებსა და დღეებში პროტესტი დაიწყონ.
„ვინ უშლის ნებისმიერ, თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს. მჯერა, რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებსა და დღეებში. განსხვავებით 2003 წლიდან, ახლა სოციალური ქსელი იძლევა ბევრად უფრო სწრაფი დაორგანიზების საშუალებას. თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება. ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ თქვენი. ასე რომ, ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით „ფეისბუქში“ უკმაყოფილების გამოხატვით, გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს!“ - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.