უახლესი ამბები
- 06.12.2019 17:30ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- 06.12.2019 17:30მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
- 06.12.2019 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9466 ლარი გახდა
- 06.12.2019 17:20ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
- 06.12.2019 17:05პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
- 06.12.2019 17:05თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- 06.12.2019 16:40რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
- 06.12.2019 16:40ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
- 06.12.2019 16:25განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
- 06.12.2019 16:1014 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
არქივი
საზოგადოება


გამოძიება არ დაიწყებოდა, კითხვები რომ არ არსებობდეს - ზაქარია ქუცნაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე
პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყებოდა, კითხვები რომ არ გაჩენილიყო.
მან აღნიშნა, რომ გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა იარაღის გამოყენების აუცილებლობა.
„რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ კითხვები არსებობს. გამოძიება არ დაიწყებოდა, კითხვები რომ არ არსებობდეს, მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული პასუხები. მთელი საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კითხვები არსებობს. სწორედ ამის გამო დაიწყო გამოძიება და კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ამ პროცესმა, ჰქონდა თუ არა იარაღის გამოყენების აუცილებლობას ადგილი, სწორად იყო თუ არა ძალა გამოყენებული“, -თქვა დეპუტატმა.
კითხვას, შეიძლება თუ არა საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ ეს მაჩალიკაშვილის ოჯახის გადასაწყვეტია.
„ეს მათი უფლებაა და ვერავინ შეუზღუდავს ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან მათი უფლებები, მათ შორის რეგიონულ სასამართლოებში“, -თქვა პოლიტიკოსმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ის თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მის გადასაყვანად ჯანდაცვის სამინისტრო და მაჩალიკაშვილის ოჯახი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უცხოურ კლინიკებთან.
მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა
6 დეკემბერი, 2019 , 18:38
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
6 დეკემბერი, 2019 , 17:30
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 დეკემბერი, 2019 , 17:05
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
6 დეკემბერი, 2019 , 17:05

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
6 დეკემბერი, 2019 , 16:40
განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
6 დეკემბერი, 2019 , 16:25