უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 ივნისი, 2018 18:18
font-size

გამოძიება კი არ ხდება, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით დგინდება ვინ უნდა იქნას დაპატიმრებული და რა უნდა იქნას გაკეთებული - გრიგოლ გეგელია

მირზა სუბელიანის დაკავება სწორი და მნიშნველოვანია, მაგრამ მთავარი სავსებით არა, - წერს ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში.

„მირზა სუბელიანის დაკავება სწორი და მნიშნველოვანია, მაგრამ მთავარი სავსებით არა:
A,რომ არა ამხელა პროტესტი, დააკავებდნენ კი მას? აქამდე რატომ არ იყო დაკავებული? ახალი გაირკვა რამე ახალ ცხადია, არა. დასკვნა: სვლა სამართლიანი პროცესისკენ დაიწყო მხოლოდ მაში, როცა ათობით ათასმა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით სილა გააწნა მთავრობას.

B. ვინ მფარველობდა სუბელიანს აქამდე? შესაბამისად, ვინ უწყობდა ხელს დასაკავებელი კაცის თავისუფლებასნმთელი ამ დროის მანძილზე? დროულად გამოვლინდეს და მიჰყვეს. სამართლიანობა ნაწილობრივი ვერ იქნება. ვიღაც ხელს უშლიდა ამ ქვეყანაში თუნდაც წამით სამართლის აღსრულებას. იგი უნდა დაისაჯოს.
ჩ. ცხადია, რატო მოხდა მისი დაკავება არა პირდაპირ და დროულად, როცა საჭირო იყო, არამედ ახლა. ეს იყო, ერთ მხრივ, ხვალინდელი პროტესტის მუხტის ჩასახშობად, მეორე მხრივ, კომისიის მუშაობის პოტენციურად ხელის შესაშლელად. თუმცა, როგორც ირკვევა, პარლამენტარ კომისიონერებს უნარჩუნდებათ ციხეში მოწმის დაკითხვის უფლება. თუ ასეა, კომისია განაგრძობს მუშაობას (კომისიის მუშაობას მივესალმები სრულად). თუ არა, უარეს პროტესტს გამოიწვევს.

ახლაც, როცა ვითომ სამართლიან გზას დაადგა გამოძიება, მაინც იგრძნობა, რომ გამოძიება კი არ ხდება, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით დგინდება ვინ უნდა იქნას დაპატიმრებული და რა უნდა იქნას გაკეთებული.

ამას არავინ აიტანს. მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ ბოლომდე უნდა აღასრულოს სამართალი, ან კიდევ შეეწიროს უსამართლობას ყველა მისი წინამორბედივით. რაც ასე მოხდება. გახსოვდეთ, რომ სააკაშვილს არ წაუგია არჩევნები 2012 წელს. ბევრად უფრო ადრე წააგო, დანარჩენი ინერცია იყო. ასე იქნება ახლაც.

და კიდევ, სარალიძე წერს, ვიცი განწირული ვარო. ამ კაცს თმაც რომ ჩამოვარდეს, ერზერუმამდე ფეხით სდევს ხალხი ხელისუფლებას. მათ ადგილას, პირიქით, მის საუკეთესო დაცულობაზე ვიზრუნებდი და ვილოცებდი.’ - დაწერა გრიგოლ გეგელიამ.

ცხადია, რომ აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და პოლიტიკური ჯგუფი იდგნენ - ეკა ბესელია

18 ივნისი, 2018 , 15:25

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ორგანიზებას ეხებოდა, იმი

სუს-ის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გადასახედი - სოფო ვერძეული

18 ივნისი, 2018 , 14:20

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ამბობს, რომ სუს-ის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გადასახედი. მისი თქმით, პოლიტიკურ

მალხაზ მაჩალიკაშვილის თვალთვალს ადგილი არ ჰქონია - გრიგოლ ლილუაშვილი

18 ივნისი, 2018 , 14:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა უარყო ინფორმაცია მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული თვალთვალის შესახებ. „თუკი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაწყებული აქვს შესწავლა, უნდა

თეა წულუკიანი ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი აღარ უნდა იყოს - ანა ნაცვლიშვილი

18 ივნისი, 2018 , 12:45

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებს აკრიტიკებს. როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თეა წულუკიანი არ იყო ეფექტია

შსს რა დასკვნასაც დადებს, მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ვეღარ ვხვდები - ზაზა სარალიძე

15 ივნისი, 2018 , 16:55

შსს-ში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა. სარალიძის თქმით, მან ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რაც იცის, ხოლო თუ რამე გაახსენდება, აცუილებლად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიებას. &bdq

ვფიქრობ, იქნება ძალიან კარგი მიმართულება, თუ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს იმავე პოლიტიკას - დავით ჭიჭინაძე

14 ივნისი, 2018 , 17:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ხედვას იზიარებს.  შესაბამისი განცხადება ჭიჭინაძემ პრემიერობის სავარაუდო კანდიდატებთან

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე