უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 აპრილი, 2019 15:26
font-size

გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული - ბაჩანა შენგელია

ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე, - ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში დედამისის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის მასალების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

„გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე. ნაცვლად ამისა, არიან გამოკითხული ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე პრაქტიკულად ვერ ექნებოდათ ინფორმაცია. მაგალითად, სკოლის დამლაგებლები, რაც აბსურდია. ასევე არ არის დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, არ არის ექსპერტიზა. მაგალითად, არ არის კამერები დროულად ამოღებული. მე ამას ხაზს ვუსვამ, არის 4 თვის დაგვიანებით მიმართვა კამერების ამოღებასთან დაკავშირებით და პასუხი არის, რომ კამერები არის წაშლილი. საუბარია ვინმე ლავრენტი ქირიაზე, რომელიც არ არსებობს და ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული.

არ არის ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული ამ საქმეზე და არ მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ გამორკვეულიყო რეალური დამნაშავეები და ეს დღეს კიდევ უფრო დადასტურდა. ამიტომ, ჩვენ ეს პოზიცია იქვე დავაფიქსირეთ, მიხეილ ბატიაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით და სანამ ეს ადამიანი არ გამოიკითხება, რაიმე სახის გამოძიებაზე და ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ჩვენი ოპონენტები იმდენად გაწბილებულები არიან, რომ ბიუჯეტის მატებასაც კი უარყოფითად აფასებენ - ირაკლი ზარქუა

24 მაისი, 2019 , 17:10

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ აგონიაში მყოფი პარტია უწოდა. მისი განცხადებით, ისინი იმდენად გაწბილებ

ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ფასების ზრდა არ დაუშვას - კობა გვენეტაძე

24 მაისი, 2019 , 16:45

„საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი. ასეთი კურსისთვის დამახასიათებელია მოკლევადიან პერიოდში მერყეობა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტ

“აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო”

23 მაისი, 2019 , 17:55

ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გავრცე

ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია - მამუკა ბახტაძე

23 მაისი, 2019 , 17:15

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა

სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებსო, თქვენ თუ მითანხმებთ განცხადებებს, მეგობრებო - მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი, 2019 , 17:00

მესმის დავები და კრიტიკები, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა,

“გვაქვს ატომური ბომბი და ვესროლოთ რუსეთს? არ გვაქვს ბომბი, რომც გვქონდეს, ვერ ვესვრით რუსეთს ბომბს”

23 მაისი, 2019 , 16:15

საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ადა მარშანია არ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას.