უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ივლისი, 2019 15:10
font-size

გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია - გიგი უგულავა

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას, – განაცხადა გიგი უგულავამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, არამედ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ ვარდების რევოლუციასთან პარალელი გაავლოს.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიართ იყო, სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო, როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არა ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ და რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭდიონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ეს გუშინდელი ზვიად ძიძიგურის განცხადებიდანაც ღიად ჩანს, იმდენ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, კაცი, რომელსაც ვერ აკავებდი, ისე შერბოდა პარლამენტში, დღეს ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მიუღია, თურმე, მონაწილეობა,“ - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან და ამისთვის მზად არიან, გადაწერონ ისტორია. გიგი უგულავას განცხადებით, მთავარი შეკითხვაა, 20 ივნისის ღამეს ოპოზიციასა და მთავრობის წევრებს შორის რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება.

„სანამ საქართველოს სახელმწიფოს სახელით პროკურატურა და ხელისუფლება არ გასცემს კითხვაზე პასუხს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, სხვა დანარჩენ ადამიანებს, ვინ მოტეხა ხელი თამარ ბაღაშვილს, ვინ გამოიყენა და რატომ გამოიყენეს დათვის ტყვიები, ყველა სხვა დანარჩენი შეკითხვა არის ისრების გადატანის მცდელობა, გაყალბების მცდელობა და საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის წევრის თქმით, მას წარუდგენენ ბრალს თუ მოწმის სტატუსი ექნება, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სიმართლე ვერ შეიცვლება.

„ბრალის წარდგენა - არწარდგენა პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ამ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, რომლის განეიტრალება მოუნდება, პროკურატურა ამოწევს გვარს. არაფერს შეცვლის, ვიქნები ამ საქმეზე ბრალდებული თუ მოწმე,“ - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად - ირაკლი კობახიხე

3 ივლისი, 2020 , 16:55

ჭაკუას ექსტრადიცია შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გერმანიი

გიორგი გახარია რურუაზე: ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

3 ივლისი, 2020 , 15:40

სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დ

გიორგი გახარია ვიქტორ ჯაფარიძის მილიონებზე: `თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება`

3 ივლისი, 2020 , 15:40

თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება - ამბობს პრემიერ მინისტრი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიებსა და მის მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ

3 ივლისი, 2020 , 14:20

სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ

დარწმუნებული ვარ “მთავარი” არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 12:45

დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

გიორგი გახარია კონგრესმენ მალენის წერილზე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს

3 ივლისი, 2020 , 11:55

საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუეინ მალენის სტატიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე