უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 მაისი, 2017 18:40
font-size

გამოძიება სპეციალურად მიმდინარეობს იმ მუხლით, რომ არ მოხდეს კამერების ჩანაწერების ამოღება - ლაშა თორდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, მასსა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ლაშა თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებს საქმის სხვაგვარად წარმართვა სურთ.

„დაიწყეს უაზრო საუბრები წამიერ შეხვედრაზე. დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი არ მიჩხუბია. 10 წამში შემიძლია მე, მარტომ ფარცხალაძეს და მის ადვოკატს დავმართო ჩემზე უარესი, რაც მათ დამმართეს. საუბრობენ იმაზე, რომ გავედი საპირფარეშოში, თავი ვურტყი კედელს და დაზიანებები თვითონ მივიღე, ეს არის აბსურდის თეატრი, ცირკი, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე თავისი ადვოკატების საშუალებით ალაგებს. სპეციალურად გამოძიება არის იმ მუხლით, რომ არ მოხდეს კამერების ჩანაწერების ამოღება, რადგან გავიდეს დრო და ამ კამერების ჩანაწერები წაიშალოს. ეს არის ჩემი ერთადერთი მტკიცებულება", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერიის მიერ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხს, მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო კონრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

"ამ დასკვნაში არის დანაშაულის ნიშნები. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამაზე შემდგომი რეაგირება უნდა მოახდინოს პროკურატურამ. ჩვენ ვერ დავკითხავთ კერძო პირებს, დაკითხვის პროცესში გამოვლინდება, ვინ რა და რის გამო გააკეთა მიწების გადაცემის პროცესში. ჩვენ ვნახეთ, რომ მას დაუკმაყოფილეს ყველაფერი, თუმცა სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება მერიის მხრიდან", - განაცხადა თორდიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ.

ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

საკვანძო სიტყვები:

ეს არის შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ებრძვის ეროვნულს - თემურ შაშიაშვილი

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს უყურებს, როგორც კარგ ბიზნესს რომელიც ქართულ ინტერესებს არ ითვალისწინებს და მომგებიანია მხოლოდ ამ ბიზნესის ინიციატორისთვის. „ვინც ამ

„ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“ - გიორგი გახარია

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. &bdquo

სალომე ზურაბიშვილი უცხოეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია - თემურ შაშიაშვილი

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტის გახმაურებულ შეწყალებებს ეხმაურება. „არ მსურს საუბარი ნიშნისმოგებით და არ ვეხები პრეზიდენტს, მაგრამ უნდა გავიხსენო ჩემი თხოვნა ხალხისადმი არჩევნების წინ: &b

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ

NDI-ის კვლევა, რომელიც ტრადიციულად პოლიტიკურ სპეკულაციებს იწვევს, ჩვენთვის სახელმძღვანელოდ ვერ გამოდგება - ნათია თურნავა

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რაც არსებობს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით, რაც არის ჩვენი პრობლემები - ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, ეს არის დასაქმება, რომელიც უნდა გავ

მორატორიუმი ამ გაფუჭებულ საქმეს და მის რეპუტაციას ვერ უშველის - გოცირიძე ზურაბიშვილის შეწყალებებზე

18 სექტემბერი, 2019 , 17:05

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეწყალებებზე გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის კისერზეა. „თუ ეს დადასტურდა, პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით მოუწევს წასვლა. მორატორიუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს