უახლესი ამბები
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 14:15ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
- 03.03.2021 14:15პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ და ამით ფინანსური სარგებელიც მიიღონ - სერგო ჩიხლაძე
- 03.03.2021 14:15ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას ითხოვს
- 03.03.2021 12:55მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
- 03.03.2021 12:55გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
- 03.03.2021 12:20„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
- 03.03.2021 12:20დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
- 03.03.2021 12:20„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები კერძო კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
- 03.03.2021 11:40ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
არქივი
სამართალი

გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს და ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების - გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ის მიზეზები განმარტა, რატომ მაინც და მაინც იმ დროს ჩატარდა ჩხრეკა ღამის კლუბებში.
,,არჩევანი იყო ძალიან მარტივი, ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი - ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან უნდა განგვეხორციელებინა გამთენიისას, 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი. პირველ შემთხვევაში, ჩვენ პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, მეორე შემთხვევაში ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, ეს იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებაც იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ, თუ იქ ხდებოდა დაკავება, დაკავება ხდებოდა დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობენ გზის გადაკეტვას. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არც ერთი, არანაირი სახის სპეც. აღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა.
,,როგორც შედეგი, მინდა გითხრათ, რომ გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო განჩინებით 8 ნარკორეალიზატორი. გამოძიება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების, ამ ქმედებების და უახლოეს პერიოდში, დარწმუნებულები ვართ, ამას დასჭირდება გარკვეული დრო, რომ სისტემურ ხასიათს მსგავსი ქმედებების, ძალიან მარტივად წარმოგიდგენთ და დაგანახებთ, რასაც მოყვება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები.
კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ პოლიციელს გადავუხადო მადლობა იმ თმენისთვის და იმ მაღალკვალიფიციურად შესრულებული მოვალეობისთვის, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის ძირითადი ამოცანა გახლავთ მოქალაქეებზე ზრუნვა და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებაში რადიკალიზაციის დონის შემცირება და არა გაზრდა,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 12:55

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 10:40

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ შპს „ორბიტას“ დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2 მარტი, 2021 , 14:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
2 მარტი, 2021 , 11:50

ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
1 მარტი, 2021 , 17:15