უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 ნოემბერი, 2018 16:50
font-size

გამოძიების დაკავშირება არჩევნებთან საფუძველს მოკლებულია - პრემიერი ზუგდიდის ყოფილი მერის და ვიცე-მერის დაკავებაზე

გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე არჩევნებამდე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ გააკეთეს განცხადება. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან? არავითარი - ეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ზუგდიდის ყოფილი მერის და ვიცე-მერის დაკავების არჩევნებთან კავშირს შეეხებოდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა მასშტაბის დეზიონფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.

„თუ ადამიანებზე გაჩნდა ეჭვები, არსებობს შესაბამისი კითხვები, უნდა დაიწყოს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და შედეგიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგეს, მკვეთრად და ტრანსფარენტულად, ისე, როგორც საზოგადოება ამას გაიგებს. თუ ადამიანებზე გაჩნდა ეჭვები, არსებობს შესაბამისი კითხვები, უნდა დაიწყოს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და შედეგიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგეს მკვეთრად და ტრანსფარენტულად, ისე, როგორც საზოგადოება ამას ითხოვს. ეს კავშირი საფუძველს სრულიად მოკლებულია. მაშინ ეს ყველაფერი მოხდებოდა არჩევნების შემდეგ, ან არჩევნებამდე და დასრულდებოდა. ეს არის ყოველდღიური პროცესი, რომელიც უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაში იმის და მიუხედავად გვაქვს თუ არა არჩევნები,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, ასეთ შემთხვევებზე იყოს უმკაცრესი რეაგირება.

„როდესაც გამოძიების დაწყება ან დასრულება დაემთხვევა რაღაც თარიღს, ეს სუფთა პროცედურული საკითხია. მთავარია, ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება. ვადები შეიძლება ბევრ რამეს დაემთხვეს, არჩევნებს, ან სხვა მნიშვნელოვან თარიღებს, მაგრამ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ამასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბის დეზინფორმაციას აწვდიან ჩვენს საზოგადოებას. რაც შეეხება მის შტაბში მუშაობას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ - ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია. შესაბამისად, სანამ განაჩენი არ დადგება, თავს უფლება არ უნდა მივცეთ ვისაუბროთ კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებაზე. მე შემიძლია მივცე მოქალაქეობრივი შეფასება და გითხარით, როდესაც დგება ასეთი კითხვის ნიშნები, იქ რეაქცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს რეაქცია სახეზეა და ეს მოხდა მანამ, სანამ ჩვენ საარჩევნო პერიოდში შევიდოდით,“- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და ქალაქ ოზურგეთში განხორც

თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში მდებარე

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ორი მსჯავრდებული გაამართლა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გასამართლებული გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე გაამართლა. უწყებ

„რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. როგორც კახა კოჟორიძე

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლეს

17 ოქტომბერი, 2019 , 15:00

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო სხ