უკან

მოზაიკა

27 ნოემბერი, 2017 15:15
font-size

გამოფენა „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, ხვალ გამოფენა - „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში" იხსნება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე იმ 24 არტისტის შემოქმედება, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს პოსტსაბჭოთა საქართველოს რთული პერიოდის სახელოვნებო პროცესისა და ვიზუალური ხელოვნების გარდაქმნაში. ეს ხელოვანები არიან: გია ეძგვერაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, თეა გვეტაძე, თემო ჯავახიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კარლო კაჭარავა, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, ლუკა ლასარეიშვილი, მაია ნავერიანი, მაია ცეცხლაძე, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, მიშა გოგრიჭიანი, მურთაზ შველიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, უშანგი ხუმარაშვილი და ქეთი კაპანაძე.

ექპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის მიერ შექმნილი ამავე პერიოდის ამსახველი ფოტოდოკუმენტაცია.

გამოფენის ფარგლებში, მოწვეულნი არიან 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა რეგიონის ხელოვნების თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ხელოვნების კრიტიკოსები და კურატორები: ბერალ მადრა და ვიქტორ მიზიანო, რომლებიც გაგვაცნობენ კვლევას ხელოვნების გლობალური ტენდენციების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ქართველი ხელოვანების შემოქმედებით პროცესებს ასახავს. ფილმი მომზადდა გერმანია-საქართველოს წლის ფარგლებში და, პირველ ეტაპზე, 3 ხელოვანის შემოქმედებაზე მოგვითხრობს - კოკა რამიშვილი, ქეთი კაპანაძე, მამუკა ჯაფარიძე.

პროექტი თანამედროვე ხელოვნების გალერეა ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი