უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 სექტემბერი, 2017 16:50
font-size

გამოიძიეთ სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვის მიმართ საჯარო საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები - EMC-ის მიმართვა შსს-ს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოვლენილი კანონდარღვევები. კერძოდ, საუბარია საჯარო საქმიანობის ხელშეშლაზე, რომელიც სექსისტურ-სტერეოტიპული წარმოდგენებითაა განსაზღვრული.

EMC ასევე მიმართავს ქვემო ქართლის სახელისუფლებო ორგანოებს, რომ მათ დაუჭირონ მხარი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას.

“მედიანიუსი” EMC-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვასთვის, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საჯარო საქმიანობის განხორციელების დროს უკანონო ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას სთხოვს.

სამირა ბაირამოვა წლების განმავლობაში აქტიურ საჯარო საქმიანობას ეწევა და ქვემო ქართლის რეგიონში ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაძლიერებისთვის მუშაობს. ბოლო პერიოდში ის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პლატფორმის წევრია და პროექტის ,,ქალების ხმა იგებს არჩევნებს“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს. შეხვედრების მიზანი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების სოციალური და უფლებრივი გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი პოლიტიკური ჩართულობისა და მობილიზაციის ხელშეწყობაა. სამირა ბაირამოვას მიერ ერთ-ერთ სოფელში მსგავსი შეხვედრის „ფეისბუქგვერდით“ ტრანსლაციის დროს, არაიდენტიფიცირებადმა ,,ფეისბუქმომხმარებელმა“ სოციალურ ქსელში ს. ბაირამოვას ფოტოსურათი შეურაცხმყოფელი და ქალის საჯარო საქმიანობის შემზღუდავი, სტერეოტიპული შინაარსის ტექსტით ატვირთა და მოსახლეობას მოუწოდა, ს. ბაირამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღარ შეეშვათ. მითითებულ მოწოდებას ასევე სხვა არაიდენტიფიცირებადი ფეისბუქმომხმარებლის შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. აღნიშნული ,,ფეისბუქპოსტის’“ შემდგომ, მარნეულის სხვა სოფლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების დროს, სამირა ბაირამოვამ და მისმა თანამშრომლებმა უცხო პირების მხრიდან მათდამი კონტროლისა და თვალთვალის შემთხვევები დააფიქსირეს.

EMC მიიჩნევს, რომ სამირა ბაირამოვას მიმართ იკვეთება ინფორმაციის გავრცელებაში უკანონო ხელშეშლა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა) გათვალისწინებულ დანაშაულს შეადგენს. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სამირა ბაირამოვასთვის საჯარო საქმიანობის შეზღუდვა ღიად უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ის ქალია, რაც სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში მარნეულში აქტიური საჯარო ქალების მიმართ დაფიქსირდა საჯარო აქტივიზმის ხელშეშლის სხვა მცდელობები. ცხადია, ამგვარი ქმედებები მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონში ქალთა პრობლემებზე საჯარო დისკუსიების შესაძლებლობასა და ამ პროცესებში ქალთა აქტიურ მონაწილეობას. მსგავს შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არაეფექტიანი და არასენსიტიური რეაგირება გამყინავ ეფექტს იქონიებს სხვა ქალების საჯარო გამოხატვასა და აქტივიზმზე.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო აქტივისტური საქმიანობა უსაფრხოების სამსახურების ინტენსიურ კონტროლს ექვემდებრება, რაც არსებითად ხელს უშლის ადგილობრივ საზოგადოებაში დემოკრატიული და ემანსიპატორული პროცესების დაწყებას. ამ პირობებში ცხადია, რომ ქალთა აქტივიზმისა და თვითორგანიზების პროცესი ეკონომიკურად დაუცველ და მკვეთრად პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც სამეურნეო და საშინაო შრომის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ქალები წევენ, კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას განიცდის გაბატონებული პოლიტიკური და კულტურული/სიმბოლური სისტემების მიერ.

შესაბამისად, EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს სამირა ბაირამოვას მიმართ გამოვლენილი უკანონო ქმედებები, მოახდინოს შესაბამისი პირების იდენტიფიცირება და განახორციელოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე სათანადო რეაგირებას მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება სხვა მსგავს შემთხვევების პრევენციისთვის.

ამასთან არსებითია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა საკუთარი საჯარო განცხადებებსა და პოლიტიკაში ხაზი გაუსვან ქალთა უფლებებისა და პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში გამოხატულად აჩვნენონ პატივისცემა ქალთა თანასოწორობისა და პოლიტიკური მონაწილეობის იდეების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

საია უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

29 მაისი, 2020 , 20:25

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშნასთან დაკავშირებით და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

29 მაისი, 2020 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე . "1921

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი