უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2017 16:55
font-size

გამოიკვეთა ორი პარალელური საქართველო - ერთი დანახულია „ქართული ოცნების“, მეორე კი ყველა სხვა მხარის მიერ - NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია

საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა, - ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთი საქართველო დანახულია „ქართული ოცნების“, მეორე კი პროცესში ჩართული დანარჩენი მხარეების მიერ.

„საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა. ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ და ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია და რეფორმები, რომლის მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის. მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. პოლიტიკური გარემოს განსხვავებული შეფასებები და მმართველი პარტიის თვითიზოლაცია უფრო მეტ შინაარსობრივ და ინკლუზიურ კონსულტაციებსა და განხილვებს მოითხოვს. ამის უგულებელყოფამ შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს ჩრდილი მიაყენოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს“, - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.

მათივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს თავისი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული. ასევე, საარჩევნო პროცესის სანდოობის მიმართ მათი მოლოდინი მაღალია.

„საარჩევნო ადმინისტრაცია თითქმის ყველა მხარის ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა, ფართომასშტაბიანი შეშფოთების საგნად რჩება; მედიის გამოწვევაა, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი საარჩევნო ალტერნატივების შესახებ იმ პირობებში, როცა - ერთი შეხედვით - პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება; სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრულ დამოკიდებულებებს იწვევს“, - ნათქვამია ანგარიშში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი