უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 მაისი, 2017 13:45
font-size

გამოკითხული პირების ინფორმაციით, თორდიას მიერ დრამატიზირებულ შემთხვევას, მასზე მასშტაბურ თავდასხმას, ადგილი არ ჰქონია - ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფირცხალაძის ადვოკატების განცხადებით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები მასზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატებმა, მერაბ ჩიქოვანმა და გაგი მოსიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს მტკიცებულებების სახით შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის ოქმები წარუდგინეს, რომლითაც, მათივე თქმით, დასტურდება, რომ ფარცხალაძეზე აგრესიის ავტორი თავად ლაშა თორდია იყო.

ყოფილი მთავარი პროკურორის ინტერესების დამცველების განცხადებით, მათ მიერ გამოკითხულია შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის კაფე ”ელ ცენტროს” თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარ მასშტაბურ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მათივე თქმით, ინციდენტის შემდეგ გენერალურ აუდიტორს არ გამოუძახებია სამართალდამცველები და დარჩა კაფე „ელ ცენტროში“, რაც ასევე ეჭვს იწვევს, რომ თორდიას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.

"გამოკითხული პირები განმარტავენ, რომ ე.წ. ინციდენტის დაწყებისათანავე ფარცხალაძისადმი აგრესიულად განწყობილი თორდია განეიტრალდა პირადი დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენების საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლაშა თორდია სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრციხავ განცხადებებს ავრცელებდა. პირველ განცხადებაში, მისი თქმით, ექვსი პირი მონაწილეობდა, თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხული კაფე-ბარის თანამშრომლები, მათ შორის დაცვის წევრები, ვინც იმ საღამოს იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, განმარტავენ, რომ თორდიას მიერ დრამატიზირებულ შემთხვევას, მასზე მასშტაბურ თავდასხმას, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ნინო ექვთიმიშვილი

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

30 სექტემბერი, 2020 , 15:25

საქართველოს პროკურატურის მიერ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ფ.ა.-ს ბრალდება დაუმძიმდა. მას ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა

მყისიერად დავიწყეთ გამოძიება როგორც ძალადობის, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე - ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი

29 სექტემბერი, 2020 , 23:41

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგანს საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მომ

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს

29 სექტემბერი, 2020 , 20:26

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ აღნიშნული საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებ

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგ

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს

29 სექტემბერი, 2020 , 11:30

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია ა

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა

29 სექტემბერი, 2020 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე