უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 12:45
font-size

გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 29% პრიორიტეტს ანიჭებს ევრაზიულ კავშირს.

კვლევაში მონაწილე პირებს განემარტათ, რომ ევრაზიული კავშირი რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის მიერაა დაფუძნებული, ევროკავშირი კი - დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ.

გამოკითხულთა 8% არცერთ ალიანსში გაწევრიანებას არ ემხრობა, ხოლო 3%-მა განაცხადა, რომ არ იცის, რომელ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას უჭერს მხარს.

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მომხრე (56%) უმცირესობათა დასახლებებში ჰყავს. აქ მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 25%-მა დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

გარდა ამისა, ევრაზიული კავშირის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერების რიცხვი კი კლებულობს.

UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა, პირისპირ ინტერვიუთი გამოიკითხა 2 298 ადამიანი (გამოპასუხება 48%). კვლევაში მონაწილე პირები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩნენ, ცდომილება კი - 1,9 %-ია.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით გაიხსნა

16 სექტემბერი, 2019 , 16:55

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი

„თავისუფალი საქართველო“- პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ვასაჩივრებთ

16 სექტემბერი, 2019 , 16:45

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით,

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა

16 სექტემბერი, 2019 , 16:45

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ლიცენზიების და ნებართვების გაცემის შეზღუდ

განწყობილია საბრძოლველად- ელენე ხოშტარია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც 20-21 ივნისის ს

თბილისში ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება

16 სექტემბერი, 2019 , 15:10

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

16 სექტემბერი, 2019 , 15:10

13 -დან 15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს