უკან

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 13:10
font-size

გამოკითხულთა 33%-ს კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხებიდან ყველაზე მეტად გზები აწუხებს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33%-ს კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხებიდან ყველაზე მეტად აწუხებს გზები.

გამოკითხულთა 23%-სთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს გარემოს დაბინძურება, ხოლო 22%-სთვის - წყლით მომარაგება.

პრობლემურ საკითხებს შორის დასახელდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო მოძრაობა, ქუჩების სისუფთავე, კანალიზაცია და ასევე გამწვანება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, ისევე, როგორც 2015 წელს, დასახელდა გარემოს დაბინძურება. კვლევის თანახმად, გაზრდილია საგზაო მოძრაობის, პარკირების, პარკებისა და გამწვანების მაჩვენებლები.

UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა, პირისპირ ინტერვიუთი გამოიკითხა 2 298 ადამიანი (გამოპასუხება 48%). კვლევაში მონაწილე პირები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩნენ, ცდომილება კი - 1,9 %-ია.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი