უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აპრილი, 2018 12:50
font-size

გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ნატოში გაწევრიანება ხელს შეუყწობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 72%-ის აზრით, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რუსეთის მხრიდან აგრესია გაიზრდება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 14%. 13% პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 72%-ის აზრით, თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას, რასაც გამოკითხულთა 10 % არ ეთანხმება, ხოლო 17% პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 46%-ის აზრით, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ეს ხელს შეუყწობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამას არ იზიარებს გამოკითხულთა 31%, ხოლო 22% პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 45%-ის აზრით, ნატოში გაწევრიანებით საქართველოში მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ამ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა 34%, ხოლო 20% პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი - 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე (გამოპასუხება 46%). კვლევა პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა და მისი ცდომილება 2,2 პროცენტია.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები კი CRRC-საქართველომ შეასრულა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი