უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2017 12:20
font-size

გამოკითხულთა 54 %-ის აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან - NDI

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54 % მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან.

გამოკითხულთა 18 % აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატო-სთან და ევროკავშირთან.

ამასთან, გამოკითხულთა 12 % მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, 9 %-ის აზრით კი, მხოლოდ პრორუსული.

დანარჩენებმა შეკითხვაზე პასუხი „არ იცის“.

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველომ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილის წარადგენა დაიწყო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი არის ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

28 თებერვალი, 2020 , 18:09

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, გაიმართა საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე - „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის

იტალიასა და ირანთან საავტომობილო გზით ტვირთის გადაზიდვა და მგზავრების გადაყვანა შეჩერდა

28 თებერვალი, 2020 , 16:34

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის, იტალიასა და ირანთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანები შეჩერდა. მათი განცხადებით, 27 თებერვლიდან ორი კვირის

საქართველოდან სამედიცნო პირბადის გაგზავნა ფოსტით იკრძალება - საქართველოს ფოსტა

28 თებერვალი, 2020 , 16:08

''საქართველოს ფოსტის’’ მიერ გავრცელებული განცხადებით, ნებისმიერი რაოდენიბის სამედიცნო პირბადის გაგზავნა საქართველოს ფარგლებს გარეთ ფოსტით იკრძალება. "გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართვე

იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, 14 დღე თვითიზოლაციაში იყვნენ

28 თებერვალი, 2020 , 15:56

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, ეძლევათ რჩევა, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ, - შეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება

28 თებერვალი, 2020 , 15:25

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ე

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

28 თებერვალი, 2020 , 15:15

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეს იტალიიდან ჩამოვიდა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`