საზოგადოება
გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში.
გამოკითხულთა 23%-ს მიაჩნია, საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში.
კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 6%-მა, პასუხზე უარი 1%-მა განაცხადა, ხოლო 8% არც ევროკავშირში და არც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე არ არის.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები გაასაჯაროვა.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.