უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
30 აპრილი, 2018 11:45
გამოკითხულთა 63%-ის აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაიზარდა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა.
გამოკითხული მოსახლეობის 24%-ით აზრით, კრიმინალის დონე იგივე დარჩა, ხოლო 9% ფიქრობს, რომ ის შემცირებულია. 4%-მა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი - 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე (გამოპასუხება 46%). კვლევა პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა და მისი ცდომილება 2,2 პროცენტია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები კი CRRC-საქართველომ შეასრულა