უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 აგვისტო, 2020 13:00
font-size

გამოკითხულთა 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას - BAG - ის კვლევა

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5% საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებას უნდა გამოეწვია.

"კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. შესაბამისად, ხელისშემშლელი ფაქტორები კომპანიებმა სექტორების მიხედვით განსხვავებული სიმწვავით დაასახელეს; კერძოდ, როგორც ჩანს, ყოველდღიური ოპერირებისას ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობა მეტად აწუხებთ მშენებლობისა და მომსახურების სექტორში, რომელთა არსებობას ამ სექტორში წარმოდგენილი BAG წევრი კომპანიების 85.7% (მომსახურება) და 86.4% (მშენებლობა) ასახელებს.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ განსხვავებული სექტორების მიხედვით კომპანიების პრობლემატიკა განსხვავებულ რანჟირებით გადანაწილდა, კერძოდ, თუკი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში მთავარი პრობლემა მომხმარებლემის მხრიდან მოთხოვნის სიმცირე სახელდება, მშენებლობის სექტორისთვის მთავარი დაბრკოლება შეზღუდული ფინანსური რესურსებია, ხოლო მრეწველობაში ჩართული BAG წევრი ყველა კომპანია უპირველეს დაბრკოლებად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის მოთხოვნის სიმცირე მწვავე პრობლემად არ სახელდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის მთავარი პრობლემად მათ მიერ ბაზარზე მიწოდებული საქონლსა და სერვისზე შემცირებული მოთხოვნა იქცა, რასაც პირველ კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 70% ასახელებდა. მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, თუმცა კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება.

BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და ინვესტიციების შესახებ. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და იგი საზოგადოებას აცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და ბიზნესის მოლოდინს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 14:35

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

16 სექტემბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.