უკან

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2019 11:50
font-size

გამოკითხულთა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის მიმართ საკუთარ უარყოფით განწყობას რესპონდენტთა 70 % ასახელებს და მხოლოდ 23 % აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითი განწყობა აქვს. 7 % ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რესპონდენტთა 39 % მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49 % კი - უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2 % ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10 %-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფით განწყობას აფიქსირებს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც. კერძოდ, არჩილ თალაკვაძე რესპონდენტთა 50 %-ს არ მოსწონს, 25 % კი მის მიმართ კეთილგანწყობილია. 10 %-ს თალაკვაძის შესახებ არ სმენია, 15 % კი ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

მომღერალი ნუკრი კაპანაძე „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს

9 დეკემბერი, 2019 , 20:41

„ის რაც აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავშირდება და საზოგადოებას უბიძგებს თამაშისკენ, ამ ყველაფრის აკრძალვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ბილბორდების ჩამოხსნა და ასაკობრივი შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში ამას მნიშვნელოვ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძემ თანამდებობას ტოვებს

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. „სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი

ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს. დოლიძე აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ბ

პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, სადაც პრემია „საბას“ გამარჯვებულები გახდა ცნობილი. როგორც „მედიანიუსს

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები – N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო ს

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს

9 დეკემბერი, 2019 , 12:05

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, 10 დეკემბერს, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`