გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად ჯარის საქმიანობას აფასებს
16.07.2012 16:51
გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს. ასეთია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები, რომელიც მედიას თბილისში, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ დღეს გააცნო.
კვლევის თანახმად, საქართველოს ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 16, კარგად კი 41 პროცენტი აფასებს. ამ კრიტერიუმით მეორე ადგილზეა საქართველოს პოლიცია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად 14, კარგად კი 44 პროცენტი აფასებს. მომდევნო პოზიციაზეა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი საქმიანობა ძალიან კარგად 8, კარგად კი 35-მა პროცენტმა შეაფასა.
ამავე კვლევით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას ძალიან კარგად 8, კარგად 29, კოალიცია “ქართული ოცნებისას” ძალიან კარგად 11, კარგად 18, იუსტიციის სამინისტროსას ძალიან კარგად 4, კარგად 19, მთავრობისას ძალიან კარგად 2, კარგად 20, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა _ ძალიან კარგად 2, კარგად 19, შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლებისა ძალიან კარგად 2, კარგად 19, აჭარის უმაღლესი საბჭოს (მხოლოდ აჭარაში) ძალიან კარგად 2, კარგად 11, პარლამენტისას ძალიან კარგად 2, კარგად 18, შესაბამისი საკრებულოსას ძალიან კარგად 1, კარგად 18, ცენტრალური საარჩევნო კომისიისას ძალიან კარგად 1, კარგად 15, სასამართლოებისას ძალიან კარგად 2, კარგად 16, კონტროლის პალატისას ძალიან კარგად 1, კარგად 11, სასჯელაღსრულების სამინისტროსას ძალიან კარგად 2, კარგად 12, არასაპარლამენტო ოპოზიციისას ძალიან კარგად 2, კარგად 11, პროფკავშირებისას ძალიან კარგად 1, კარგად 5, საპარლამენტო ოპოზიციისას ძალიან კარგად 1, კარგად 8, ხოლო სოფლის მეურნეობისას ძალიან კარგად 1, კარგად კი 12 პროცენტი აფასებს.
შეგახსენებთ, რომ ეს (NDI)-ის მიერ მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილია, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება. კვლევა 4-22 ივნისს ჩატარდა. 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა.


















