უკან

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2018 14:00
font-size

გამოსავალი ერთია, მამამ თავი უნდა მოიკლას – ფოთელი ბავშვის მიმართვა საზოგადოებას

10 წლის მოზარდი - გრიგოლ ესებუა, რომელიც ფოთში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“პლანეტის მილიონერებს, მე ვარ გრიგოლ ესებუა, 10 წლის. ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ფოთში, თამარ მეფის #71 ; მამა ბადრი (ბაჩუკი) ესებუა 62 წლის, დედა 57 წლის (დიასახლისი). მამა დროებითი ხელშეკრულებით ფოთის ნავსადგურში 2018 წლის მაისიდან მუშაობს, მანამდე აქვე მუშაობდა, მხოლოდ მუდმივ შტატში უფრო მაღალი ხელფასით (27 წლის მუშაობის სტაჟით). მამამ 2013 წელს “ვითიბი” ბანკიდან გამოიტანა იპოთეკური სესხი 19 500 დოლარის ოდენობით, როცა დოლარი 1,65 ლარი ღირდა (სესხი 10-წლიანია დასაბრუნებელია 36 000 დოლარი) თავი ფული დარჩენილი აქვს 16 900 $.

მამა ყოველთვე იხდიდა 292 $. მამას, აგრეთვე, “ტაო პრივატ” ბანკის 35000 ლარი ჰქონდა ვალი. დოლარის კურსის მატებისა და ხელფასის შემცირების გამო, მამამ ვალის გადახდა ფიზიკურად ვერ შეძლო. მას ფული მხოლოდ “ვითიბი” ბანკისთვის ყოფნიდა. 2018 წელს მამას ხელფასი საქართველოს ბანკმა დაუყადაღა 2019 წლის ივნისამდე.

3500 ლარში საქართველოს ბანკი 10000 ლარს ახდევინებს. (თავი ფული 35000 ლარი გადახდილი აქვს).ხელფასის ნაწილი საქართველოს ბანკს მიაქვს 641 ლარი, ხოლო “ვითიბი” ბანკს 513 ლარი. საუბედუროდ, ეს თანხა “ვითიბი” ბანკს არ ყოფნის, არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მე მინდა მივმართო საქართველოს ბანკის მმართველს – არ გრცხვენიათ ქუჩაში რომ მტოვებთ, მამას ამდენ პროცენტს ახდევინებთ და მაშიმშილებთ?! როგორ აზიდავთ ცოდვას უფალთან, რას ეტყვით ყველაზე დიდ მსაჯულს?!

“ვითიბი” ბანკში 18000$ გადახდილი აქვს, მაგრამ ორჯერ რეორგანიზაციის გამო, ეს თანხა არ ეთვლება. ახლა ყადაღის გამო ვერ გადაიხადა და დაგროვდა 570 $. თუ ამ თანხას ორ კვირაში არ გადავიხდით, სახლიდან გაძევება გვემუქრება. მე წასასვლელი არსად მაქვს. სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო, რა უნდა ქნან ჩემმა ასაკოვანმა მშობლებმა?

მე მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად ვსწავლობ, მინდა ასეთი ბეჯითი მოსწავლე ვიყო, მაგრამ სად ქუჩაში? გამოსავალი ერთია, მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან. მამის სიცოცხლის სანაცვლოდ მიღებული სისხლიანი სახლი არ მინდა. ხის სახლი, რომელიც 100 წლისაა, ავარიულ მდგომარეობაშია. მე, გრიგოლ ესებუა, კეთილ ადამიანებს გთხოვთ, გევედრებით დამეხმაროთ თანხით (თვიური გადასახადი 292$) ივნისის თვემდე.

მე სწავლას გავაგრძელებ, გავიზრდები ღირსეული ადამიანი და თქვენს ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ოღონდა ახლა არ გამწიროთ ქუჩისათვის. გთხოვთ……….

VTB ბანკის ანგარიში GE58VT0600000958743601 – ბადრი ესებუა

ტელეფონი 595 96 56 95″ – წერს 10 წლის მოზარდი.

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

21 მაისი, 2019 , 11:55

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ს

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა, 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება

21 მაისი, 2019 , 11:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევ

ენდიაის კვლევა - მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან

21 მაისი, 2019 , 11:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავ

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 მაისი, 2019 , 19:00

 „თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ

განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

20 მაისი, 2019 , 17:49

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“

20 მაისი, 2019 , 16:45

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი  აქციის  დაწყების  შესახებ  განაცხადა. ის,  ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის