უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 13:15
font-size

გამოწვევების შესაბამისად უსაფრთხოების ზომები იქნება საახალწლო დღეებშიც - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის გათვალისწინებით თბილისში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და ასე იქნება საახალწლო დღეებშიც.

„ბოლო დღეებში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ თბილისმა უმასპინძლა ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დონის ღონისძიებებს. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელი და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მაღალი დონის კოორდინაციით, ძალიან კარგად გაართვეს თავი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას და ეს ასე გაგრძელდება.

უსაფრთხოების ზომები იქნება, რა თქმა უნდა, იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის საახალწლო დღეებშიც“, - განაცხადა მინისტრმა თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა, რომლის შედეგად დაკავებულია 1, ხოლო ლიკვიდირებულია 3 პირი, ასევე დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და დაშავდა 4 სამართალდამცველი.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი