უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2023 13:43
font-size

ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწყლებს – „ხალხის ძალა“

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან.

„ცენზურისგან თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ამ ტრივიალური ჭეშმარიტების გათვალისწინებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაცია, რომ ისინი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას მთელი ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან.

თუ ეს მართლაც ასეა (და არავითარი საფუძველი არა გვაქვს, ადვოკატების სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ), გამოდის, რომ ევროკავშირს, რომელზეც 90-იანი წლებიდან სწორედ ფასეულობების – სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების გამო ვოცნებობდით, მძიმედ ჰქონია ღირებულებითი საფუძველი შერყეული. საქართველოში ფსევდოლიბერალების მთავარი იარაღი სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედიაა. გამოდის, რომ ევროპაშიც ფსევდოლიბერალების დომინირების მთავარი იარაღი სწორედ სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედია ყოფილა.

როდესაც ვხედავთ უმძიმეს კორუფციულ სკანდალებს ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც ვხედავთ, როგორ ვერ იცავს ევროკავშირი თავს გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისებისგან, როდესაც ვხედავთ, როგორ მფარველობენ ევროპული სტრუქტურების სახელით მოქმედი პოლიტიკოსები კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, როდესაც ვხედავთ, როგორ ახალისებენ ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებასა და სიმულაციას, როდესაც ვხედავთ, როგორ ითხოვს ევროპარლამენტი 400-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერით სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, როდესაც ვხედავთ, როგორ გვახვევენ თავს ლგბტ პროპაგანდას და უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, როდესაც ვხედავთ, როგორ მტრობენ ევროკავშირიდან დაფინანსებული ქართული ენჯეოები ეკლესიას და სახელმწიფოს, დაბოლოს, როდესაც ვხედავთ, რომ თურმე მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ბუნებრივად იძენს აქტუალობას კითხვა, ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწყლებს?

თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არ აქვს.

შესაბამისად, ვუერთდებით ცალკეული ექსპერტების მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, მის ღირებულებით ტრანსფორმაციას და, აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. ქართველმა ხალხმა ყველა პრინციპული გადაწყვეტილება არა ემოციებისა და სტერეოტიპების კარნახით, არამედ ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი