უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2019 19:05
font-size

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით - არასამთავრობო ორგანიზაციები

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისსტუდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ლექტორის მიერ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ეხება.

„აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, სრულ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ სტუდენტებს და ზოგადად, ყველა მოქალაქეს, ვინც თავს სექსუალური შევიწროების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა სტუდენტი, ლექტორს სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, რაზედაც შესაბამისი განცხადებები სტუდენტთა მხრიდან გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტს ადეკვატური რეაგირება არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და არც საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან არ მოყოლია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოვუწოდებთ, ეთიკის კომისიაში მოიწვიონ განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობის უზრუნველსყოფად. ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს განხილვაში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთა მონაწილეობა. ამასთან, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, როგორც საჯარო დაწესებულებამ, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სასწრაფოდ შეიმუშავოს დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმები და უზრუნველყოს მათი შესრულება. მოვუწოდებთ, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს დროულად იმსჯელოს საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე და საზოგადოებას კოლეგიური, წარმომადგენლობითი ორგანოს პოზიცია გაუზიაროს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გაჟღერებული ბრალდებები არ არის საკმარისი საკრებულოს წევრისა და თანამდებობის პირის უფლებემოსილებების შესაჩერებლად, თუ გადაწყვეტილებას ამაზე თავად ბრალდებების ადრესატი არ მიიღებს, თუმცა აუცილებელია, რომ ქალაქის საკრებულო ცალსახად გაემიჯნოს ყოველგვარი ძალადობის მცდელობას, სამართალდამცავ უწყებებს მოვუწოდებთ საქმის დროული, ეფექტური და გამჭირვალედ გამოძიებისაკენ არამარტო 2019 წლის 21 მაისს გამოვლენილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, არამედ სხვა ანალოგიური ხასიათის გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებითაც.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები: 1) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი 2) საზოგადოებრივი განვითარების აკადემია 3) „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 4) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 5) „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ 6) „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 7) „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ 8 ) თანადგომა",- ნათქვამია განცხადებაში

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს