უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 აპრილი, 2017 16:40
font-size

გამოვლენილი არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები, იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები - ვახტანგ გომელაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამასხურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელს უწყება აქტიურად საქმიანობდა კონტრდაზვერვითი მიმართულებით.

როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს აღნიშნა, „მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა“.

„კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილი შესრულებისთვის ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი. გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად აღიკვეთოს შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“,-ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

გომელაურის თქმით, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ.

„აღნიშნულის განეიტრალების მიზნით, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. აქტიურად მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემებიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრისა და გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება. შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის კუთხით, მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა მუდმივი მონიტორინგი, ასევე ცალკეულ პირთა მიერ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ამ მიმართულებით ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ“,-განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ