უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აპრილი, 2018 14:55
font-size

გამოვლენილია პირთა წრე, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები - ვახტანგ გომელაური

გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები, - განაცხადა პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია - ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა.

„საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას. ცდილობენ, პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის, ასევე სხვა კომპონენტების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას. საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული მეთოდები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები. საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული საკითხების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება. გარკვეული ორგანიზაციები ეროვნული და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიზანმიმართულად ცდილობდნენ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას, ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტრუქციული მოწოდებებით სახელმწიფოსათვის გარკვეულწილად დამაზიანებელი იდეებისა და შეხედულებების გავრცელებას“, - განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კომპლექსურად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების დასადგენად.

„გამოვლენილია პირთა წრე, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ფონზე, მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი. გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობის ზრდა. აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლა, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება

7 აგვისტო, 2020 , 15:55

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება. საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთა

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

7 აგვისტო, 2020 , 15:15

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუ

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - გიორგი გახარია

7 აგვისტო, 2020 , 12:45

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 აგვისტო, 2020 , 12:45

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციის მიერ

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - აშშ - ს საელჩო

7 აგვისტო, 2020 , 12:20

თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

6 აგვისტო, 2020 , 12:25

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე