უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 სექტემბერი, 2018 16:35
font-size

გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, რადგან მან უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება - ირაკლი კობახიძე „ომეგას“ საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

„ძალიან ბევრი გვარი გაჟღერდა, ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც კითხვა არსებობს, იმ კითხვებს ჩავეძიოთ და გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. ესაა ჩვენი ამოცანა. კორუფციას ჩვენ , ბუნებრივია, არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, თუ კორუფციასთან დაკავშირებით სადმე ოდნავი ეჭვი არსებობს, ესაა შესაბამისი ორგანოების საქმე და აუცილებლად საჭიროა ჩაძიება და საჭიროა კითხვებზე პასუხის გაცემა“, -უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გარიგებების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს, კობახიძემ უპასუხა, რომ გამორიცხავს. მისი მტკიცებით, სწორედ ყოფილი პრემიერის ძალისხმევით მოქმედმა მთავრობამ დაამარცხა ელიტური კორუფცია.

„ამას პირდაპირ ვიტყვი, გამოვრიცხავ! ესაა აბსოლუტურად გამორიცხული, იმიტომ რომ მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები, მისი საქმისადმი მიდგომა. ისაა სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის მართვის პრინციპები. ესაა სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ესაა მისი პრინციების დამსახურება“, - თქვა კობახიძემ.

როცა ჟურნალისტმა ანალოგიური კითხვა დაუსვა დიმიტრი ქუმსიშვილზე, კობახიძემ განაცხადა, რომ ამას პასუხს გამოძიება გასცემს.

„რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, ეს საქმე ჩასაძიებელია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ, პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ასევე დავინტერესდებით ამ საქმით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი

23 იანვარი, 2026 , 10:30

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დებატებში ჩართოს, თუნდაც ციხიდან. კერძოდ, სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი

22 იანვარი, 2026 , 17:08

საკრებულოში „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა „არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური&ld

ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე

22 იანვარი, 2026 , 16:51

ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დ

სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი

22 იანვარი, 2026 , 16:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპან

თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე

22 იანვარი, 2026 , 14:39

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ვანდალიზმთან დაკავშირებით ქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დაზიანებულია 5 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობის იერსახე, რაც მისი თქმით, მკაფიოდ

540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი

16 იანვარი, 2026 , 13:23

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო. &bdq

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი