უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2016 16:10
font-size

გამწვანების მასშტაბური აქცია დიდ დიღომში

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე - მცენარე დაირგო. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს, ნინო სულხანიშვილთან ერთად ჩაერთო.

მერიის ცნობით, ხე-მცენარეები ჯამში, 20-მდე მისამართზე დაირგო. დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფი ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ტერასებიან ფერდობზე, სულ 8550 ძირი ნუშისა და საპნის ხე დაირგვება. 600 ძირი კვიპაროსი დაირგო ფარნავაზ მეფის გამზირის გზის გამყოფ ზოლში. დიდ დიღომშივე, გზის პირებსა და კორპუსების ეზოებში მთის ნეკერჩხლის, აკაციის, არღავანისა და კვიპაროსის ხეები დაირგო.

კონტრაქტორი კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„ღონისძიებაში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რათა ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე. რაც შეეხება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის ქედს - ამ ტერიტორიაზე, ათეულობით წლების წინ, გამწვანებისთვის გაკეთდა ტერასები. ჩვენი გადაწყვეტილებით, აქ გაშენდება ნუშის ბაღები. დიდ დიღომში, ზოგადად, გამწვანების ნაკლებობაა. ამიტომ, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად ვრგავთ ხე - მცენარეებს, რაც რამდენიმე წელში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.

საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი