უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 სექტემბერი, 2019 12:37
font-size

“განა რამდენ მეგავატიანი უნდა იყოს ის ჰესი, რომ სოფლის წალეკვის საფრთხედ ღირდეს” - ლაფანყურის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობა გააპროტესტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ საპროტესტო აქციას გამართა. აქციის მონაწილეები ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

მათი თქმით, მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, ხოლო კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შეგდება, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხეს ზრდის. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, გეოფიზიკოსებს, გარემოს დამცველებსა და სხვა სპეციალისტებს მათთან შეხვედრა არ გაუმართავთ და გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ადგილობრივებმა მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლის მიზნით, ალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართეს და პასუხის მოლოდინში არიან.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

ლაფანყურელები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა, საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას ამასთანავე, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით პრობლემა შეექმნება სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას.

„მე იქ ვიყავი, როცა სპეციალისტები ჰესის აშენების ადგილს ათვალიერებდნენ და ერთმანეთს ხმამაღლა უზიარებდნენ აზრებს. კარგად გავიგონე, როგორ ამბობდნენ, რომ ნაშალი ქანია და აქ ჰესის აშენება საფრთხის შემცველია. მდინარე ლოპოტა წყალუხვი არ არის, განა რამდენ მეგავატიანი უნდა იყოს ის ჰესი, რომ სოფლის წალეკვის საფრთხედ ღირდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლაფანყურელმა თეიმურაზ ნაყეურმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი არანაირ პირობებზე არ იქნებიან თანახმა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. მოსახლეობა ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს და შესაბამისი ხელმოწერები გროვდება.

ლაფანყურელები დღეიდან დაგეგმილი ჰესის ტერიტორიისაკენ მიმავალი გზის პიკეტირებას და მორიგეობას აწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ლაფანყურში დღეს შპს „ართანა – ლოპოტა პესის“ და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩენილან

როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?

14 დეკემბერი, 2019 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებ

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

13 დეკემბერი, 2019 , 17:50

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინ

ახალციხეში კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს

13 დეკემბერი, 2019 , 11:35

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქემ, სოფელ ტყემ

კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში - კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

7 დეკემბერი, 2019 , 13:30

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია აქვს დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა. დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „ს

დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ

7 დეკემბერი, 2019 , 12:55

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომი

ქუთაისში აქცია დასრულდა

6 დეკემბერი, 2019 , 16:40

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ქუთაისის მერიის შენობის წინ შეკრებილებს სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს გაიმართა მშვიდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`