უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2017 16:20
font-size

განახლებულ აღმაშენებელზე საბავშვო ფესტივალი „პატარა ხელებით“ გაიმართა

განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული, ბავშვთა შემოქმედების ფესტივალის „პატარა ხელებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაზე ბაღების აღსაზრდელთა მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც უამრავმა დამთვალიერებელმა შეიძინა და ამ გზით თითოეული მათგანი საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება.

გამოფენა-გაყიდვას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და მას ანალოგი არ აქვს, რადგან პატარები, თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრებით ეხმარებიან თანატოლებს.

“აქ წარმოდგენილი ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებას მოხმარდება. ჩვენი, როგორც დიდების ვალია, რაც შეიძლება მეტი ნამუშევრები შევიძინოთ, რათა მეტი რესურსი იქნას მობილიზებული და უფრო მეტ პატარას დავეხმაროთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ახალ ტფილისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების გამხიარულებაზე კი პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებლებსა და წიგნის მოყვარულებს თავისი პროდუქცია, უპრეცედენტო ფასდაკლებით, ღონისძიების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გამომცემლობა „პალიტრა ელ“-მა შესთავაზა.

საფეხმავლო ქუჩაზე, თბილისის ათი რაიონის მიხედვით, ათი სტენდი გამოიფინა, სადაც რაიონებში მოქმედმა საჯარო ბაღებმა საკონკურსო ტურების შედეგად შერჩეული ნამუშევრები გამოფინეს. „პალიტრა ელის“ წარმომადგენლებმა თითოეული რაიონის საგამოფენო კუთხიდან ფავორიტი ნამუშევარი შეარჩიეს და მათი ავტორები წიგნების სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვეს.

კიდევ ერთი მხიარული სანახაობა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა აღმაშენებლის N21-თან გამართეს, სადაც პატარა მზარეულების კუთხე იყო მოწყობილი. ბავშვებმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ტკბილეული შესთავაზეს.

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

19 სექტემბერი, 2020 , 17:54

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 17:21

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალ

თბილსში, ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრ

ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, დღეს, აქ, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საუბარი მომავალზე. ასევე დიდი პატივია, დღეს, სამტრედიაში, მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად. წარსულიც არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვახსო

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვრის დაცვის თანამშრომე

გრიპის ვაქცინაციის საშუალება სავალდებულო უნდა იყოს წელს - თენგიზ ცერცვაძე

19 სექტემბერი, 2020 , 14:45

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სა და გრიპის ვირუსის თანხვედრის რისკზე “ღამის კურიერში” ისაუბრა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, რომ კორონავირუსის პრევენციული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.