უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აგვისტო, 2018 13:05
font-size

განახლებული გენერალური გეგმით, რეკრეაციული ტერიტორიებისა და არასამშენებლო ტერიტორიების რაოდენობა ძალიან არის გაზრდილი - მაია ბითაძე

უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა, რადგან ციფრები, რომლებიც მოცემულია განახლებული გენერალური გეგმის პროექტში, ნათლად ჩანს, რომ რეკრეაციული ტერიტორიებისა და არასამშენებლოტერიტორიების რაოდენობა თბილისის მასშტაბით ძალიან არის გაზრდილი, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძემ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებების პასუხად.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გენგეგმის მიხედვით, გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა მცირდება.

ბითაძის განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტით რეკრეაციული და არასამშენებლოტერიტორიების რაოდენობა გაზრდილია და ექვსი მლნ. კვ.მ სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში. ბითაძემ დიღმის ტყე-პარკი ამის მაგალითად მოიყვანა.

„მინდა, გამოვეხმაურო დიღმის ტყე-პარკის საკითხს და ხაზგასმით ვთქვა, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 7 ჰა-მდე იზრდება და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო მესაკუთრეებთან ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, როდესაც აპელირება ხდება 2006 წლის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმას უნდა გაუსვან ხაზი, რომ 2011 წელს სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეეცვალა იმ ტერიტორიას სტატუსი, სადაც დღეს „კია მოტორსის“ ცენტრია განთავსებული და აშენდა აბსოლუტურად შეუსაბამო ნაგებობა ტყე-პარკისთვის, გაიჩეხა ნარგავები.

ხოლო დღეს ამ ადგილას იგეგმება ორანჟერეასა და საგამოფენო ცენტრის მოწყობა, რომელიც აბსოლუტურად შეერწყმის იმ დიღმის ტყე-პარკის ეკოსისტემის ნაწილს, რომელიც 7 ჰა – ით არის გათვლილი. დოკუმენტი ცოცხალი დოკუმენტია და ჩვენ როდესაც წარმოვადგინეთ, იმას გაესვა ხაზი, რომ შეიძლება იყოს რაღაც უზუსტობები და ზუსტად იმიტომ მიმდინარეობს ამდენი განხილვა საკრებულოში, რომ იქ სადაც უზუსტობები იქნება აღმოჩენილი, აუცილებლად დაკორექტირდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უკვე წარმოდგენილი დოკუმენტით რეკრეაციული და არა სამშენებლო ტერიტორიების რაოდენობა, ძალიან გაზრდილია, 6 მლნ კვმ სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში“, – განაცხადა ბითაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი